6 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ნანოსენსორული სისტემები და ნანომასალები”. საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ფიზიკის დეპარტამენტის თაოსნობით ტარდება ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის ფარგლებში და მისი ორგანიზატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად.
კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოში ჩამოვიდნენ სტუმრები ინგლისიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან, იტალიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან.
კონფერენციის სამუშაო ენა ინგლისურია. მუშაობის ფორმები – მოხსენებით გამოსვლა; დაუსწრებელი მონაწილეობა; სასტენდო მოხსენებები. კონფერენციაზე განიხილება ნანოსენსორული სისტემებისა და ნანოტექნო¬ლოგიების დარგის სიახლეები და არსებული მიღწევები. მოხსენებებს წარმოადგენენ ევროპის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები. ღონისძიება 9 ივნისს დასრულდება. |