სემინარი
უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან – მიღებულ გამოცდილებიდან სტრატეგიის დამუშავებამდე
4 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე „უნივერსიტეტის თანამშრომლობა წარმოებასთან – მიღებულ გამოცდილებიდან სტრატეგიის დამუშავებამდე“.
შეხვედრა სტუ-ის რექტორის მოადგილემ სასწავლო დარგში, ლევან კლიმიაშვილმა გახსნა. უცხოელ სტუმრებთან ერთად, სემინარს ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
სემინარი ჩატარდა ტემპუსის პროექტის Cap4Com ფარგლებში.