საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენცია
“ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები"
28 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია “ჰიდრომეტეოროლოგიისა და ეკოლოგიის აქტუალური პრობლემები”, რომელიც ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავსა და მისი პირველი დირექტორის, მეცნიერების გამოჩენილი ორგანიზატორის ვასილ ლომინაძის დაბადების 100 წლისთავს ეძღვნება.
კონფერენციის პროგრამაში შედის: 1. წყლის რესურსები, მათი პროგნოზები და მართვა; 2. საინჟინრო ჰიდროლოგია; 3. მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია; 4. ბუნებრივი გარემოს დაბინძურება; 5. ჰიდრომეტეოროლოგიური და ეკოლოგიური პროცესების მოდელირება.
კონფერენციის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემია, საქართველის საინჟინრო აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომათა ცალკე კრებულად.
კონფერენცია 30 მაისს დასრულდება.