14-05-2013
დასაქმების ფორუმი
„საგანმანათლებლო პროგრამები ენერგეტიკის სექტორში დასაქმების უზრუნველსაყოფად“
14 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდა დასაქმების ფორუმი, რომელიც პროექტ „ნათელი II“-ის საგანმანათლებლო გრანტების პროგრამის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების მიზანი იყო საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას ენერგეტიკის სფეროში და ასევე, ენერგეტიკის სექტორის პოტენციური დამსაქმებლების, საგანმანათლებლო ინსტიტუტებისა და სტუდენტების თავმოყრა და ინფორმაციის გაცვლა არაფორმალურ გარემოში.
აღნიშნული პროექტი „თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“ (ნათელი II), ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და Winrock International Georgia-ს ხელმძღვანელობით.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პროექტის ფარგლებში შერჩეული ოთხი უნივერსიტეტი და მათი სტუდენტები:
· საქართველოს ტექნიკური უნივერსისტეტი/ენერგიის მოხმარების მენეჯმენტის კურსი
· აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი /ელექტროენერგეტიკის მრეწველობის ტექნოლოგიის და მენეჯმენტის და ელექტროენერგეტიკის სამაგისტრო პროგრამები
· ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა /ენერგეტიკის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა
· გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი /ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა -ენერგეტიკის მენეჯმენტის კონცენტრაცია
დასაქმების ფორუმში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა ენერგო კომპანიებმა.
სიახლეებში დაბრუნება