10-05-2013
განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია
10 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მრჩეველმა მამუკა ბერიაშვილმა განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა, სადაც მან შეკრებილ საზოგადოებას საგანმანათლებლო ცვლილებები გააცნო.
შეხვედრას ესწებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, სტუ-ის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები.
სიახლეებში დაბრუნება