საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 7 თებერვლის №01-05-04/22 დადგენილებისა და სტუ-ის რექტორის 2019 წლის 11 თებერვლის №01-09-10/22 ბრძანების თანახმად:
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარსადგენი საბუთების ნუსხა
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა რექტორის სახელზე უნდა წარადგინოს განცხადება ფაკულტეტისა და სადოქტორო პროგრამის მითითებით, აგრეთვე შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად):
საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტი ვალდებულია წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაურთოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, რითაც დასტურდება მისი უფლება უმაღლესი განათლების მესამე საფეხურის (დოქტორანტურის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შესახებ.
განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ მონაცემებში (CV) სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობების მითითებისას, დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მასალების დედნები და მათი ასლები.
საბუთების პირველადი შემოწმება ხდება ფაკულტეტზე, სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ. შემოწმების შემდეგ საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს.
სადისერტაციო საბჭოს მდივნის მიერ ვიზირებული განცხადება რეგისტრაციისათვის დანარჩენ საბუთებთან ერთად ბარდება სტუ-ს კანცელარიაში.
დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობები
დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. დოქტორანტურაში ჩარიცხვის პირობა არის გასაუბრება საფაკულტეტო დროებით კომისიასთან აგრეთვე
ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებს გამოცდა უცხოურ ენაში უტარდებათ საგამოცდო კომპიუტერულ ცენტრში ერთ-ერთ უცხო ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული).
საერთაშორისო ურთიერთობების, პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა ჩააბარონ გამოცდა სტუ-ის საგამოცდო ცენტრში. აპლიკანტებს, რომლებსაც განათლება მიღებული აქვთ საზღვარგარეთ (გავლილი აქვთ უცხოენოვანი პროგრამები) სერტიფიკატების წარმოდგენა ან გამოცდის ჩაბარება არ მოეთხოვებათ.
თეოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ უცხოური ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი, ან უნდა გაიაროს ტესტირება სტუ-ის საგამოცდო ცენტრში.
ტესტების ნიმუშები უცხოურ ენაში
მხედველობაში მიიღება აგრეთვე:
დოქტორანტურაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებიდან ერთი კვირის ვადაში დოქტორანტმა სტუ-სთან უნდა გააფორმოს საფინანსო და სასწავლო ხელშეკრულებები და ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგინოს ერთი წლის სწავლის საფასურის 2250 ლარის მინიმუმ ნახევრის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია.
ის პირები, რომლებიც ორი თვის ვადაში არ წარმოადგენენ ჩარიცხვისათვს საჭირო დოკუმენტის დედანს და ასლს (ნაცვლად ცნობისა ან და სხვა) ბრძანება მათი ჩარიცხვის ნაწილში ძალადაკარგულად იქნება ცნობილი.
დანართი 1
საბუთების მიღება იწარმოებს ფაკულტეტებზე:
დანართი 2
სადოქტორო პროგრამები და მისანიჭებელი კვალიფიკაციები ფაკულტეტების მიხედვით
I. სამშენებლო ფაკულტეტი
II. სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
III. არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი
IV. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
V. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
VI. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
VII. საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი