ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციაციამ ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2013 წლის პირველი კვარტლის მუშაობა შეაფასა
24 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაციამ პრეზენტაცია გამართა. ასოციაციამ მის მიერ მოპოვებული მასალების საფუძველზე, ს/ს ,,საქართველოს რკინიგზის“ 2011, 2012 და 2013 წლის პირველი კვარტლების მუშაობის ფინანსური შედეგების მოკლე ანალიზი გააკეთა. ასევე შეფასება მიეცა ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებსაც.
ახალგაზრდა რკინიგზელთა ასოციაცია 2012 წელს დაარსდა. ასოციაციის ძირითადი მიზანია რკინიგზელის პროფესიის განვითარება და პოპულარიზაცია და პროფესიული ეთიკის სრულყოფა. ასევე, ასოციაცია ცდილობს რკინიგზელთა ინტერესები წარადგინოს და დაიცვას სახელმწიფო, საზოგადოებრივ და სხვა სახის ორგანიზაციებში.