შეხვედრა
22 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა შეხვედრა თურქეთში მცხოვრები ქართველების მიერ დაფუძნებული “საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის” წარმომადგენლებთან, რომელზეც სტუ-მ სტამბულში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკას ქართულენოვანი წიგნები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ ბიბლიოთეკის შევსებაში მონაწილეობის მიღება თითოეულ ადამიანს შეუძლია. მსურველებმა ქართულენოვანი წიგნები უნდა მიიტანონ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში და ეს წიგნები სტამბულში ახლად დაარსებულ ქართულ ბიბლიოთეკას გაეგზავნება. ეს თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ენის გავრცელებას საქართველოს ფარგლებს გარეთ.