ს.ს.ი.პ
“საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი”
ბრძანება
_____________N_____________
სტიპენდიის დანიშვნის წესის შესახებ
«უმაღლესი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე და წარჩინებული სტუდენტებისათვის საუნივერსიტეტო სტიპენდიის დანიშვნის წესის განსაზღვრის მიზნით
ვბრძანებ:
1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატის II კურსის და უმაღლესი პროფესიული განათლების პირველი კურსის სტუდენტებს, რომლებმაც რექტორის ¹127 (24.08.2007წ.) ბრძანებით განსაზღვრულ საგამოცდო სასესიო ვადებში (მიმდინარე წლის 14 იანვრიდან 2 თებერვლამდე) დააგროვეს 91% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 25 (ოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2. ბაკალავრიატის III-IV კურსის სტუდენტებს, რომლებმაც ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში დააგროვეს 81% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 25 ლარის (ოცდახუთი) ოდენობით.
3. მაგისტრატურის I და II კურსის სტუდენტებს, რომლებმაც ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებულ ვადაში დააგროვეს 91% ან მეტი რეიტინგი, დაენიშნოთ სტიპენდია თვეში 30 (ოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ამ ბრძანებით განსაზღვრული სტიპენდია გაიცემა მიმდინარე წლის მარტის თვიდან 2008 წლის 1 სექტემბრამდე, 6 კალენდარული თვის განმავლობაში.
5. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოთ ფაკულტეტის დეკანებს.
6. ბრძანება გამოიკრას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში და ფაკულტეტებზე თავლსაჩინო ადგილას და განთავსდეს სტუ-ს ოფიციალურ ვებ გვერდზე.
რექტორი
პროფესორი ა. მოწონელიძე
ვიზა:
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
პროფესორი ქ. ქოქრაშვილი
სამართლებრივი უზრუნველყოფის
განყოფილების უფროსი ბ. მაისურაძე |