სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია
30-01-2019
2018 წლის 29 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო - გეოლოგიური ფაკულტეტის ქალთა საბჭოს თავჯდომარის ნინო ადეიშვილის ინიციატივითა და ფაკულტეტის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების თანადგომით ჩატარდა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია, რის შედეგადაც თბილისის ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლო საჩუქრის სახით გადაეცა 360 ლარი.