17 აპრილს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი მამა თეოდორე (გიგნაძე) სტუდენტებს შეხვდა და წაიკითხა ლექცია მარხვის შესახებ, მათ შორის ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს მარხვა, როგორი უნდა იყოს ღვთისთვის სათნო მარხვა და როგორ დავიცვათ იგი.