კალიფორნიის ინოვაციების ტექნიკური მუზეუმი (კალიფორნია, აშშ) აცხადებს კონკურსს Tech Awards პრემიის მისაღებად. Tech Awards წარმოადგენს საერთშორისო პროგრამას ახალგაზრდა მეწარმეებისა და ინოვატორებისთვის, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებს საზოგადოების სასარგებლოდ იყენებენ. პრემია გადაეცემა 10 ლაურეატს შემდეგი კატეგორიებიდან: გარემოს დაცვა, განათლება, ჯანდაცვა და ეკონომიკა. მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ინოვატორებს 27 წლამდე.
კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრემია 75000 ან 25000 აშშ დოლაის ოდენობით.