24-01-2019
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეები პროფ. ჯემალ გრიგალაშვილის ხელმძღვანელობით (სტუ-ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი) მონაწილეობას ღებულობენ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, რომლის ორგანიზატორია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (Millennium Challenge Account – Georgia).
ტექნიკური უნივერსიტეტის მოსწავლეთა საინჟინრო აკადემიის მოსწავლეებმა წარმოადგინეს Arduino-ს პლატფორმაზე შემუშავებული სხვადასხვა ტექნიკური სისტემები და პროექტებმა - „ტემპერატურის არამკაფიო რეგულიატორი“, „რობოტმანქანა სმარტფონ/პლანშეტით დისტანციური მართვით“, „მძღოლთა რეაქციის შეფასებისა და ტრეინინგის მოწყობილობა“ - წარმატებით გაიარეს თასწლეულის ინოვაციის კონკურსის პირველი ეტაპი და გადავიდნენ ნახევარფინალში.
სიახლეებში დაბრუნება