დაჯილდოება
11 აპრილს, კომპანია “მაგთიკომმა” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა. “მაგთიკომის” ცენტრალურ ოფისში 12 სტიპენდიატის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კომპანია “მაგთიკომის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სტიპენდიები სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციისა და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების 6-6 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა.
დაჯილდოების შემდეგ სტუდენტებისთვის მოეწყო სემინარი - “ერთი დღე მაგთისთან ერთად“. ახალგაზრდებმა “მაგთიკომის” ოფისი დაათვალიერეს და კომპანიის მუშაობას გაეცნენ.