27-03-2013
საზაფხულო უნივერსიტეტის ვარშავის პროგრამა 2013
ვარშავის ეკონომიკის სკოლის სტუდენტთა კავშირის ორგანიზებით, 1-12 ივლისს ვარშავაში (პოლონეთი) ჩატარდება საზაფხულო უნივერსიტეტის ვარშავის პროგრამა 2013. პროგრამის თემას წარმოადგენს „როგორ გახდე კონკურენტუნარიანი ფირმა პოლონეთში და ცენტრალურ ევროპაში - წარმატების რეცეპტი“.
პროგრამის მონაწილე საერთაშორისო სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ ცნობილი პროფესორები. ჩატარებული რანჟირების მიხედვით, აღნიშნული უნივერსიტეტი პოლონეთის საუკეთესო უნივერსიტეტად ითვლება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის გადასახადია 599 ევრო.
ორი კვიორის განმავლობაში სტუდენტები 8 კრედიტს მიიღებენ.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.05.13
საკონტაქტო პირი: ანა სკრჟიპჩაკი (Anna Skrzypczak)
სიახლეებში დაბრუნება