საერთაშორისო კონფერენცია “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“
13-12-2018
18-19 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია: “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის გეოპოლიტიკური ასპექტები“.
ერთობლივი საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზატორები არიან სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, ჩინეთის კვლევითი ინსტიტუტი და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „ერთი სარტყელი, ერთი გზა“.
კონფერენციის თემატიკა მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა “ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივის ისტორიული და ეკონომიკური ასპექტები; თანამედროვე პროცესები ჩინეთის საზოგადოებაში; საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები: პრობლემები და პერსპექტივები.