13-12-2018
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სტაჟირებასთან დაკავშირებით, შემდეგ მიმართულებებში:
• საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური
• კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
• საგამომცემლო სამსახური
• კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერტიფიკატი.
სტაჟირების კანდიდატმა მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
• პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე განაცხადის ფორმა
• ავტობიოგრაფია CV;
• პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
• კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
• ორი ფოტოსურათი (3×4).
• სამოტივაციო წერილი.
საკონტაქტო პირი:
გვანცა ბოჭორიშვილი (სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი)
ტელ.: 577 977 192
დეტალური ინფორმაცია იხილეთ
ბმულზე.
სიახლეებში დაბრუნება