12-03-2013
საქველმოქმედო სპექტაკლი „მოდი ნახეში“
დღეს, 12 მარტს, 19:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეატრ "მოდი ნახეში" საქველმოქმედო სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრი "მოდი ნახე'', დიტო ცინცაძის სახელობის ფონდი, "ჟურნალისტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად", ფონდი "საქართველოს საქმიანი ქალები ქველმოქმედებისთვის" წარმოადგენს საქველმოქმედო სპეკტაკლს "თეთრი ბაირაღები" (ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების მიხედვით). ბილეთის ფასია 10 ლარი. შემოსული თანხა მთლიანად მოხმარდება 8 წლის თენგო ზაკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას.
აღსანიშნავია, რომ გუშინ გაიმართა დახურული ჩვენება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის:
საზოგადოებრივი მაუწყებელი
რუსთავი 2
მეცხრე არხი
მაესტრო
სიახლეებში დაბრუნება