სემინარი
“სწავლა და სწავლება უნივერსიტეტებში”
4 მარტს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ტემპუსის პროექტის “რეგიონული ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სამართალში” - ფარგლებში გაიხსნა სემინარი “სწავლა და სწავლება უნივერსიტეტებში”. საკოორდინაციო შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ უცხოელი სტუმრები და სტუ-ის წარმომადგენლები.
პროექტის კოორდინატორმა (მაგდებურგის უნივერსიტეტი) გააკეთა პრეზენტაცია პროექტთან დაკავშირებით, განიხილა ფინანსური მენეჯმენტის საკითხები. საუბარი ასევე, შეეხო პროექტ “რეგენლოს” სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს. სემინარი 8 მარტს დასრულდება. |
|||