მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

ლიტერატურული კონკურსი სტუდენტებისთვის

01-03-2013
ლიტერატურულ კონკურს სტუდენტებისთვის
მცირე  პროზა
 
თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახლ-მუზეუმი აცხადებს ლიტერატურულ კონკურსს სტუდენტებისთვის “მცირე  პროზა”.
 
კონკურსის პირობები:
ბოლო პერიოდის, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოუქვეყნებელი ნაწარმოებები: მოთხრობა, ნოველლა, ესსე, ჩანახატი (არ იგულისხმება ინტერნეტის ლიტერატურულ გვერდებზე უკვე განთავსებული).
1 ან 2 ნაწარმოები თაბახის ფორმატით A4. თითოეული არა უმეტესს 8 ნაბეჭდი გვერდისა 4 ეგზემპლარად, აგრეთვე ელექტრონული ვერსია.
დაწყების თარიღი _ 2013 წლის 12 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით. ჩაბარების ბოლო ვადა 10 მაისი; 18 მაისს მოხდება გამარჯვებულთა დაჯილდოება I, II, III ფულადი პრემიით, სხვადასხვა დასახელების ნომინაციით, სიგელითა და სამახსოვრო საჩუქრით.
საკონკურსო პროზაული ნაწარმოებები უნდა გადაიგზავნოს ელ. ფოსტით n.baratashvili_museum@yahoo.com   და ჩაბარებულ იქნას 4 ეგზემპლარად ქ. თბილისის ნ. ბარათაშვილის სახლ-მუზეუმში 2013 წლის 10 მაისამდე. მის: ჩახრუხაძის ქ.@17 ტელ: 2990699, 593148125.
 
ნაწარმოებები მიიღება კვირის სამუშაო დღეებში 12სთ.-დან 17სთ-მდე, შაბათი-კვირა-ორშაბათის გარდა.
 
კონკურსის მონაწილემ ნაწარმოებებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სტუდენტის ბილეთი ან სხვა სტუდენტობის დამადასტურებელი საბუთი და საკონტაქტო მონაცემები: სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონი; უმაღლესი სასწავლებლის დასახელება, ფაკულტეტი, კურსი.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11