Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამა 2019/20 აკადემიური წლისათვის
27-11-2018
ბუდაპეშტის ეტვეშ ლორანდის უნივერსიტეტი - Eötvös Loránd University (ELTE) (უნგრეთი) უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს Stipendium Hungaricum უნგრეთის მთავრობის სტიპენდიების პროგრამაზე, 2019/2020 აკადემიური წლისათვის.
პროგრამა ფარავს სწავლის საფასურს და მოიცავს ბაკალავრებისა და მაგისტრანტებისთვის ყოველთვიურ სტიპენდიას თვეში 130 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტებისთვის - თვეში 450 ევროს ოდენობით სწავლის პირველ ფაზაში (4 სემესტრი) და თვეში 580 ევროს ოდენობით - სწავლის მეორე ფაზაში (4 სემესტრი). ასევე, საერთო საცხოვრებელისა ან დამატებითი ხარჯებისთვის 130 ევროს და სამედიცინო დაზღვევას.