განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენა
15-16 თებერვალს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო „განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში". გამოფენა გაიმართა "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში. საგამოფენო სტენდებზე წარმოდგენილი იქნა 85 ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდნენ საგანმანათლებლო ორგანიზაციები: უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები როგორც საქართველოდან, ისე ბრიტანეთიდან, თურქეთიდან, იტალიიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, მალაიზიიდან, პოლონეთიდან, რუსეთიდან, უნგრეთიდან და ჩეხეთიდან. |
|||