მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროექტი PRINTeL - სამუშაო შეხვედრა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ ტრეინინგ კურსებზე

პროექტი PRINTeL - სამუშაო შეხვედრა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ ტრეინინგ კურსებზე

02-11-2018 31 ოქტომბერს, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ორგანიზებით, სტუ-ს ინოვაციების ცენტრში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის PRINTeL პროექტის ფარგლებში (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ (“Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries”)).

შეხვედრა ეხებოდა ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული TOT (Training of Trainers) ტრეინინგ კურსების საორგანიზაციო საკითხებს, რომელიც ჩატარდება PRINTel პროექტის ფარგლებში სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის წარმომადგენლები და აკადემიური პერსონალი, რომელიც გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა TOT ტრეინინგ კურსებში მონაწილეობის მისაღებად.

უნდა აღინიშნოს, რომ TOT ტრეინინგ კურსები წარმოადგენს 5-დღიან ინტენსიურ ტრეინინგს ინოვაციურ სწავლებაში, რომელიც ითვალისწინებს შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერებისა და ინსტრუქტორების მომზადებას, სწავლისა და სწავლების  ინოვაციური მეთოდების მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრეინინგ კურსები ჩატარდება პროექტის კონსორციუმის წევრი, ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებში: ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და FH Joanneum გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ავსტრია).

კონკურსის ფარგლებში შერჩეულ იქნა 11 ინსტრუქტორი სტუ-დან, რომლებიც გაივლიან ტრეინინგებს ზემოხსენებულ უნივერსიტეტებში.

შეხვედრაზე პროფ. ოთარ ზუმბურიძემ, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსმა, ისაუბრა ტერინინგების მნიშვნელობაზე სტუ-ში ინოვაციური სწავლებისა და სწავლების მეთოდების დანერგვისათვის  და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თითოეული ინსტრუქტორი დაბრუნების შემდეგ ვალდებულებას იღებს, რომ 3 თვის განმავლობაში ჩაატაროს 5-დღიანი შიდა ტრეინინგ კურსი (მთლიანობაში 10 საათი), მინიმუმ 10 სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლისთვის.

სამსახურის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ზოგადი პრეზენტაცია PRINTeL პროექტის შესახებ, ისაუბრეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე. ამასთან ერთად, განხილული იქნა TOT ტრეინინგ კურსებთან დაკავშირებული საორგანიზაციო დეტალები და პრაქტიკული რჩევები.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს სამსახურის წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ შეხვედრის მონაწილეების მხრიდან დასმულ, მათთვის საინტერესო შეკითხვებს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11