მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ყურადღება!

ყურადღება!

15-02-2013
მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
 
1.      ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლების ყველა საფეხურზე მობილობის მსურველი  ვალდებულია განახორციელოს საკუთარი განაცხადის რეგისტრაცია საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის ელექტრონულ პორტალზე www.eqe.ge , 2013 წლის 4 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით;
 
2.      პირი, რომელიც  მოიპოვებს სტუ-ში ჩარიცხვის უფლებას, რაც ფიქსირდება განათლების ხარისხის განვითარების  ეროვნული ცენტრის www. eqe.ge ელექტრონულ პორტალზე, ვალდებულია მიმართოს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს განცხადებითა და თანდართული დოკუმენტაციით (თბილისი, კოსტავას 77, ადმინისტრაციული კორპუსი, მესამე სართული, ოთახი №350); საბუთები მიიღება 15 თებერვლიდან 19 თებერვლის   ჩათვლით, ყოველდღე, მათ შორის შაბათ-კვირას, 1000 საათიდან 1600 საათამდე
 
3.      მობილობის მსურველი, რომელიც დადგენილ ვადაში არ მიმართავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს  განცხადებით და საჭირო თანდართული დოკუმენტაციით, კარგავს აღნიშნულ ფაკულტეტზე/პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებას.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
1.      განცხადება;
2.      პირადობის მოწმობის ასლი;
3.      სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი), დამოწმებული ბეჭდით;
4.      ატესტატის (დიპლომის) ასლი;
5.      ეროვნული გამოცდების სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში);
6.       ჩარიცხვის ბრძანების ასლი, დამოწმებული ბეჭდით;
7.      დოქტორანტებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ სავარაუდო ხელმძღვანელის თანხმობა;
8.      სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11