01-11-2018
იტალიის ფოჯას უნივერსიტეტი (The University of Foggia – UNIFG) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების პროგრამაზე საერთაშორისო ვიზიტორი პროფესორებისთვის, 2018-2019 სასწავლო წლისთვის.
კონკურსში შერჩეული პროფესორი/მკვლევარი ფოჯას უნივერსიტეტის სტუდენტებს წაუკითხავს ლექციებს სულ მცირე, 1 თვის განმავლობაში და ჩაატარებს კვლევას ფოჯას უნივერსიტეტის პროფესორთან ერთად.
პრიორიტეტული მიმართულებებია სოფლის მეურნეობა, ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, მედიცინა, ჰუმანიტარული მეცნიერებები. შესაბამისი დეპარტამენტები იხილეთ
აქ.
სააპლიკაციო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 20 ნოემბერი, 2018 წ.
პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ
აქ.
სიახლეებში დაბრუნება