3 აპრილს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი.
ტექნიკურ უნივერსიტეტში ესტონეთის ელჩი საერთაშორისო პროექტის დახურვის ცერემონიალს დაესწრო და სტუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს სათანადო სერტიფიკატები გადასცა. მათ აღნიშნული სერტიფიკატები მე-7 ევროპული თანამეგობრობის, მარი კიურის საერთაშორისო კვლევითი პერსონალის გაცვლის პროგრამით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გადაეცათ.
ღონისძიების ორგანიზატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსი, ჟურნალ “ბიზნეს-ინჟინერინგის“ მთავარი რედაქტორი პროფესორი ალექსანდრე სიჭინავაა.