21-01-2013
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა
თბილისი – საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. მორიგი საჯარო განხილვა სტუდენტებთან და პროფესორებთან გაიმართება 22 იანვარს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში (თავისუფლების მოედანი N4).
საკონსტიტუციო ცვლილების პირველი პროექტი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელს ეხება; ხოლო მეორე პროექტი – პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. შეხვედრაზე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციური ფრაქციებიდან მასმედიის წარმომადგენლებს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტებს წარუდგენენ და საკუთარ მოსაზრებებს გააცნობენ.
შეხვედრები ასევე შემდეგ ქალაქებში გაიმართება: ოზურგეთი (23 იანვარი), ბათუმი (23 იანვარი), გორი (24 იანვარი), რუსთავი (25 იანვარი), თელავი (25 იანვარი) და ახალციხე (26 იანვარი).
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის პროცესი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ხორციელდება.
სიახლეებში დაბრუნება