უნივერსიადაში თბილისის 18 უნივერსიტეტის საფეხბურთო კლუბი იღებდა მონაწილეობას. ნახევარ ფინალურ შეხვედრაზე სტუ-ს გუნდმა თსუ გუნდი 3:1 დაამარცხა, ხოლო ფინალში დაძაბული თამაშის შემდეგ 6:2 ანგარიშით სპორტის აკადემიის გუნდს სძლია.
გამარჯვების თასი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა უკვე მეორეჯერ მოიპოვეს. ვუსურვებთ ახალგაზრდებს წარმატებებს.