24-10-2018
“სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ აცხადებს ვაკანსიას სტაჟირებაზე სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე.
თბილისში „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“ ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.
სტაჟირების ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.
შენიშვნა: საჭირო იქნება ხშირი მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
სტაჟირების გრაფიკი: სრული, დღის განაკვეთი.
ძირითადი მოვალეობები:
- ქსელში არსებული მოქმედი პროცედურებისა და წესების გაცნობა სამედიცინო აპარატურასთან დაკავშირებით;
- ქსელში არსებული სამედიცინო აპარატურის სპეციფიკის, ინსტრუქციებისა და მოვლის წესების დეტალურად შესწავლა;
- აპარატურასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში მონაწილეობის მიღება;
- აპარატურის შეკეთებისა და მოვლის პროცესში მონაწილეობის მიღება;
- აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით მივლინებების განხორციელება ქსელის მასშტაბით ჰოსპიტალებში;
- სხვადასხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის მითითებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია შემდეგი სპეციალობების კურსდამთავრებული ან სტუდენტი: ბიო-სამედიცინო ინჟინერია, ელექტრო ინჟინერია და ინფორმაციული ტექნოლოგიები;
- პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
პიროვნული უნარები/კომპეტენციები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2 ნოემბერი, 2018.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
Vacancy@evex.ge, ხოლო სათაურში მიეთითება: „სტაჟირება სამედიცინო აპარატურის ინჟინრის პოზიციაზე“.
სიახლეებში დაბრუნება