საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიები საქველმოქმედო ფონდ ქართუს სტიპენდიები მაგისტრატურისათვის
საქველმოქმედო ფონდ ქართუს მხარდაჭერით საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის გამოყოფს 20 სტიპენდიას 2013–2014 სასწავლო წლისათვის
თუ:
ხართ დაინტერესებული სასწავლო სტიპენდიის მოპოვებით
ხართ ბაკალავრის დიპლომის მფლობელი, ან იმყოფებით ბაკალავრიატის ბოლო საფეხურზე
ხართ 30 წლამდე ასაკის
ფლობთ ფრანგულ ენას
წამოაყენეთ თქვენი კანდიდატურა
1. საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე: www.institutfrancais.ge ეწვიეთ რუბრიკას „საუნივერსიტეტო თანამშრომლობა–სტიპენდიის მიღება“, ჩამოტვირთეთ და შეავსეთ კანდიდატის დოსიე
2. დოსიეს თან დაურთეთ შემდეგი საბუთები:
ფრანგულ ენაზე შედგენილი მოტივაციის წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი)
CV ფრანგულად (მაქსიმუმ 2 გვერდი)
შემდეგი საბუთების ასლები, რომლებსაც თან დაურთავთ ფრანგულ ენაზე შესრულებულ თარგმანებს: - უნივერსიტეტის დიპლომი თანდართული ნიშნების ამონაწერით ( თუდიპლომი უკვე გაქვთ)
თუ ბაკალავრიატის ბოლო კურსზეხართ : ნიშნების ამონაწერი პირველი კურსიდან ბოლო კურსის ჩათვლით
ყველა ის საბუთი, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევთ (სერტიფიკატი, დიპლომი, გამოქვეყნებული სტატია, სარეკომენდაციო წერილი...)
სრული დოსიე (კანდიდატის შევსებული დოსიე + დართული საბუთები) უნდა შემოიტანოთ არაუგვიანეს ორშაბათის, 2013 წლის 23 იანვრისა საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში შემდეგ მისამართზე:
დავით აღმაშენებლის გამზ. 75, 0102 თბილისი.
მიღების საათები: 10–დან 19 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ყურადღება! საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი საახალწლოდ დაიხურება 26 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით