იტალიური ენის შემსწავლელი კურსები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული ,,იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრი“ აცხადებს მიღებას იტალიური ენის შემსწავლელ შემდეგ კურსებზე:
· LIVELLO ELEMENTARE (A1-A2)
· LIVELLO INTERMEDIO (B1- B2)
· LIVELLO SUPERIORE (C1-C2)
· იტალიური ენის კომპეტენციის დაწყებით კურსზე (LIVELLO ELEMENTARE (A1) სტუდენტს არ მოეთხოვება ენის ცოდნა.
მეცადინეობები მიმდინარეობს კვირაში 2-ჯერ.
გაკვეთილის ხანგრძლივობა - 2 საათი.
თითოეული კურსის ხანგრძლივობა -5 თვე.
კურსის ღირებულება- 120 ლარი თვეში.
სასწავლო კურსი მულტიმედიურია და სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე დიდაქტიკურ-მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოების მეშვეობით.
მეცადინეობები ტარდება სტუ-ს VIII კორპუსში.
ზემოხსენებულ კურსებზე უნივერსიტეტის სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება პირადი განცხადების საფუძველზე.
საკონტაქტო პირი: თამარ მამასახლისი
საკონტაქტო ტელეფონები: 2 94 59 53, 5 99542289, 599050510