მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი

გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტი

10-12-2012
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თვითდაფინანსების ცენტრის ეკონომიკურმა შემოსავლებმა უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მილიონ ლარს გადააჭარბა
 
სტუ-ს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური ცენტრის (შემდეგ -  ცენტრი) სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით და არასამეწარმეო საქმიანობითუკანასკნელი ათი წლის განმავლობაში მიღებულმაეკონომიკურმაშემოსავლებმა მილიონ ლარს გადააჭარბა. შემოსავლები შემოსულია სამეცნიერო-კვლევითი სახელშეკრულებო თემებიდან (460000 ლარზე მეტი), ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებელთა მომზადების კურსებიდან  (480 000 ლარზე მეტი), საიჯარო გადასახადებიდან (60000 ლარზე მეტი), გარდა ამისასამეცნიერო გრანტიდან (111 000 ლარი). აღნიშნულ სამუშაოებში ჯერჯერობით ჩართულია თანამშრომელთა მცირე ნაწილი.
აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად დღემდეთანამშრომელთა ხელფასებზე, შესყიდვებსა და სარემონტო სამუშაოებზე სტუ-ს ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა. კომუნალურ ხარჯებს (ვსარგებლობთ სტუ-ს სამუშაო ფართობით, ელ. ენერგიით და წყლით) შემოსავლების მთლიანი თანხის 5% ხმარდება. მოგების სახით უნივერსიტეტს ერიცხება შემოსული თანხის 10%.დანარჩენი თანხა, გარდა თანამშრომელთა ხელფასისა, მოხმარდა მცირე ღირებულების ხელსაწყო-მოწყობილობების შეძენას, აუდიტორიების, ლაბორატო­რიების და მუზეუმების სარემონტო სამუშაოებს, სტუდენტთა საველე-გეოლოგიურ პრაქტიკებს; აღიჭურვა და მოეწყო სასწავლო-გემოლოგიური ლაბორატორია, ამოქმედდა საშლიფე სახელოსნო, შეძენილ იქნა კომპიუტერები, სასწავლო კოლექციები, ეტალონები; გარემონტდა და აღიჭურვა ქიმიური ლაბორატორია, რომელმაცსაქსტანდარტის აკრედიტაცია გაიარა,როგორც ტესტირების ლაბორატორიამ.
2008 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გადმოგვცა ჩვენთვის აუცილებელი, მართალია მოძველებული, მაგრამ მუშა მდგომარეობაში მყოფი გემოლოგიური ხელსაწყო-მოწყობილობები. Aამ საქმეში ქმედითი დახმარება   გაგვიწია ბ-მა მალხაზ ლომთაძემ.
დაგეგმილი გვაქვს ელექტრონული ტექნიკით ლაბორატორიის აღჭურვა, სადაც ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები აითვისებენ გეოლოგიური რუკე­ბის, ჭრილების და გრაფიკების კომპიუტერულ გამოხაზვასთანამედროვე სპეციალური კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით, ასევე საიუველირო საქმის კომპიუტერულ დიზაინს, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების თანამედროვე მეთოდების შექმნას, სალექციო კურსების ელექტრონული ვერსიებით უზრუნველყოფას და ელექტ­რო­ნუ­ლი სწავლების ფორმების დანერგვას.
2005 წელს საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტამ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობართულ მდგომარეობაში ჩააყენა. დაფინანსება შეუწყდა სამეცნიერო ლაბორატორიებსდა ცენტრებს, შესაბამისად,გათავისუფლდა იქ დასაქმებული  ყველა მეცნიერ-თანამშრომელი,რამაც ხელსაწყო-მოწყობილობების ნაწილი მწყობრიდან გამოიყვანა. მართალია, მათი უმეტესობა მოძველებულია, მაგრამ ჯერ კიდევ გამოიყენება მაგისტრანტების და დოქტორანტების სამეცნიერო ნაშრომების მომზადებისათვის. ცენტრი 2006 წლიდან თვითდაფინანსების ფორმით განაგრძობსფუნქციონირებას, რითაც თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა შევინარჩუნეთ არსებული ხელსაწყო-მოწყობილობების ფუნქციონი­რე­ბისათვის, თუმცა მათი უმეტესობა ხშირად მწყობრიდან გამოდის.ამჟამად ხელსაწყოების გამოყენება სასწავლო პროცესში ერთგვარად  ფორმალურ ხასიათს ატარებს და მათი უმეტესობა სანდო შედეგს აღარ იძლევა. ეს გარემოება განსაკუთრებით მკვეთრად აისახება მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საკვალიფიკაციო ნაშრომების კვლევით და ექსპერიმენტულ კომპონენტებზე. Eეს ნაშრომები ხშირად მხოლოდ ზოგადი აღწერილობით შემოიფარგლება, გამოყენებული კვლევის მეთოდები კი მოძველებულია. სავსებით ცხადია, რომ თანამედროვე აპარატურის გამოყენების გარეშე ქართული მეცნიერების და, მათ შორის, გეოლოგიური დარგისგანვითარება შეუძლებელია.
მართალია, სახელმწიფო ჩვენს უნივერსიტეტსუწევს ფინანსურ დახმარებას სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად და კომპიუტერებით აღჭურვაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი,თუ არ მოხდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ლაბორატორიების განახლება. სხვაგვარად ვერ დავუახლოვდებით სწავლებისა და მეცნიერების საერთაშორისო სტანდარტებს და არსებული ეკონომიკური შემოსავლებიც შემცირდება.
უნდა ითქვას, რომ ქვეყანაში მრავალფეროვანი და დიდი მოცულობის გეოლოგიური პროფილის სამუშაოები მიმდინარეობს (სხვადასხვა დანიშნულების სამრეწველო, სამოქალაქო, სატრანსპორტო საკომუნიკაციო და ჰიდროტექნიკური მშენებლობები, წიაღისეულის დაძიება და მოპოვება და სხვ.). მიუხედავად ამისა, საერთაშორისო სტანდარტის ხელსაწყო-მოწყობილობების უქონლობის გამო,  უნივერსიტეტის სახელით ჩვენს ლაბორატორიებში შესრულებული სამუშაოების წილი ამ საქმიანობაში უმნიშვნელოა. თუმცა, ჩვენი თანამშრომლები, როგორც კერძო პირები, წარმატებითსაქმიანობენსახელმწიფო უწყებების, კერძო ფირმების თუ კომპანიების სახელით.
მიუხედავად მცდელობისა, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა მჭიდრო თანამშრომლობა ყოფილიმეცნიერებათა აკადემიის კვლევით ინსიტიტუტებთან, რომლებიც ამჟამად უნივერსიტეტის დაქვემდებარებაში არიან. სტანდარტიზაციის და მეტროლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის რეორგანიზაციის შემდეგ მხოლოდ გეოეკოლოგიური მონიტორინგის განყოფილებასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა. Gგანყოფილების თანამშრომლები ჩართული არიან გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტში მიმდინარე როგორც სამეცნიერო, ისე სასწავლო პროცესში. მიზანშეწონილად მიგვაჩნია ჩამოყალიბდეს საკოორდინაციო ჯგუფი სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის, წყალთა მეურნეობის, ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის, სამრეწველო საშუალებების და ბუნებრივი რესურსების ცენტრის თანამშრომელთა მონაწილეობით, რათა მეტი ერთობლივი ჩართულობა იყოს გრანტებში, პროექტებში, სასწავლო პროცესში (სახელმძღვანელოების, მეთოდური მითითებების შექმნა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა თანახელმძღვანელობა და ა.შ.), მოხდეს დუბლირებული ლაბორატორიების გაერთიანება, რაც განათლებისა და სამეცნიერო კვლევითი სამუშაოების ხარისხის გაუმჯობესების საწინდარი იქნება.
ამჟამად სტუ-ს ლაბორატორიებს შორის მხოლოდ რამდენიმეს აქვს გავლილი საქსტანდარტის აკრედიტაცია. საერთაშორისო აკრედიტაციის გარეშე, თუნდაც მაღალი სიზუსტით და სტანდარტული მეთოდიკით შესრულებულ კვლევების შედეგებს, არ აქვს სანდოობა და შესაბამისი საერთაშორისო აღიარება; ეს შედეგები მხოლოდ ქვეყნის შიგნით მოიხმარება. ამის გამო, ხშირად ადგილობრივი თუ საერთაშორისო პროექტებისთვის საჭირო სამუშაოების უმეტესობა უცხოელების მიერ ანდა სულაც უცხოეთში სრულდება. ამით ჩვენი ქვეყანა ზარალდება როგორც მატერიალურად, ასევე პროფესიული თვალსაზრისით.
მიუხედავად ამჟამინდელი მძიმე მდგომარეობისა, ჯერ კიდევ შესაძლებელია ჩვენი უნივერსიტეტის, კერძოდ კი, გეოლოგიაშიადრე არსებული სამეცნიერო ტრადიციების დაბრუნება. საამისოდ საჭიროა სხვადასხვა დროს ჩვენ მიერ შედგენილი პროექტების დაფინანსება. აუცილებელია შევიძინოთ მყარი და თხევადი წიაღისეულის საანალიზო თანამედროვე აპარატურა, უნდა გარემონტდეს და აღიჭურვოს საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის და გეოქიმიის ლაბორატორიები. მიუხედავად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის, განათლებისა დასამინისტროს, ქართუ ჯგუფის დაპირებებისა, ჯერჯერობით პრაქტიკული ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
ცენტრში არსებულტესტირების ლაბორატორიას 2013 წლის ივლისში გასდის აკრედიტაციის ვადა. თუ არ მოხერხდა რამდენიმე თვეში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აპარატურის შეძენა, სავარაუდოდ,ლაბორატორია ვეღარ გაივლის აკრედიტაციას და,შესაბამისად,აღარ გვექნება უფლება იმ სამუშაოების გაგრძელებისა, რითაც ამჟამად დაკავებულია ცენტრი.
თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფართო შესაძლებლობების აპარატურის შეძენა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მაქსიმალურად მიუახლოვებს მას საერთაშორისო მოთხოვნებს, ხოლო ლაბორატორიებს საშუალება ექნებათ გაიარონ საერთაშორისო (IშO სტანდარტები) აკრედიტაცია რამდენიმე სფეროში. აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში ჩვენი უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ, საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად, მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამოიყენონ საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების, გრანტების, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო და სახელშეკრულებო თემების შესასრულებლად.ამის საფუძველს ჩვენი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ბაზარზე არსებული მდგომარეობა გვაძლევს.
ჩვენშეგვიძლია შევასრულოთშემდეგი სამუშაოები:
1.   საველე-გეოლოგიური გამოკვლევები, გეოლოგიური აგეგმვა, გეოლოგიური რუკების შედგენა, მყარი (მადნეული და არამადნეული) და თხევადი (მინერალური და სასმელი წყლები) წიაღისეულის შესწავლა (ქიმიური და მინერალური შედგენილობის დადგენა), საბადოების დაძიება და მარაგების გამოთვლა;
2.   მაგმური, მეტამორფული და დანალექი მადანშემცველი ქანების, აგრეთვე მადანგამოვლინებების პეტროგრაფიული, ლითოლოგიური, მინერალოგიური და გეოქიმიური შესწავლა;
3.   ორგანული სამყაროს ევოლუციის შესწავლა, ქანებისა და გეოლოგიური მოვლენების შეფარდებითი დათარიღება, გეოლოგიური ჭრილების სტრატიფიცირება და კორელაცია, წარსული გეოლოგიური ეპოქების ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების რეკონსტრუქცია;
4.   სამშენებლო, მოსაპირკეთებელი, სანახელავო და საიუველირო ქვების შესწავლა;
5.   სხვადასხვა დანიშნულების სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო კომუნიკაციების, ჰიდროტექნიკური  ნაგებობების მშენებლობასთან დაკავშირებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური თვისებების ლაბორატორიული კვლევა;
6.   ჰიდროგეოლოგიური სამუშაოები, წყალამღები ნაგებობების დაპროექტება, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების საბადოების შესწავლა, მარაგების გამოთვლა და წყლის სინჯების ქიმიური ანალიზი;
7.   ბუნებრივი რესურსების შესწავლა და მათი ეკონომიკური შეფასება;
8.   გეოტურისტული მარშუტების დაგეგმვა, გზამკვლევების შედგენა და გეოტურების განხორციელება;
9.   გეოეკოლოგიური სამუშაოები, პროექტების განხორციელება, რისკების შეფასება და მონიტორინგი;
კვალიფიციურადშესრულებული სამუშაოები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოში ბუნებრივი სტიქიური მოვლენების შედეგად და დაუსაბუთებელი მშენებლობით განპირობებულ სერიოზულ გართულებებს, რაც ხშირად გამოწვეულია დაბალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მიერ არასწორად დაპროექტებული საინჟინრო - გეოლოგიური სამუშაოებით.
თუ უკვე დღეიდან უნივერსიტეტის არასამეწარმეო ეკონომიკური საქმიანობიდან შემოსავლების წილი საგრძნობლად არ გაიზარდა, რასაც ჩვენი დეპარტამენტი უკვე ათ წელზე მეტია ახორციელებს (ფასიანი მოკლევადიანი კურსები, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, საექსპერტო სამუშაოები, საიჯარო გადასახადი და სხვ.), მარტო სტუდენტთა სწავლის ღირებულების გადასახადით უნივერსიტეტი ვერ განვითარდება.
პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს არა სტუდენტთა რაოდენობას, არამედ სწავლების ხარისხს.
სასწავლო პროცესში თანამედროვე აპარატურის, მეთოდების და პროგრამების ეფექტური გამოყენება საწინდარი იქნება ჩვენი უნივერსიტეტის ევროპულ ერთიან საგანმანათლებლო სისტემაში ინტეგრაციისა. დასანანია, რომ სკოლიდან ჩვენთან მოდიან არასაკმარისი საბაზისო ცოდნის მქონე ახალგაზრდები. ამასთან ერთად, უმეტესობამ არ იცის ინგლისური, რუსული ან სხვა რომელიმე უცხო ენა. მართალია, მრავალსახელმწიფო ორგანიზაციასთანთუ კერძო დაწესებულებებთან გაფორმებული გვაქვს მემორანდუმი ან ხელშეკრულება სასწავლო პროცესის და საველე პრაქტიკის ორგანიზების მიზნით, მაგრამ ჯერჯერობით არ გაგვაჩნია ჩვენი პროფილის საზღვარგარეთის უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიგაცვლითი პროგრამების თაობაზე. Aამჟამად, მხოლოდ ცალკეულ შემთხვევაში,გეოლოგიური პროფილისსტუდენტებიახერხებენ ევროპაში ან რუსეთში სწავლის გაგრძელებას.
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის წარჩინებული სტუდენტები სწავლის პერიოდში ჩართული არიან გრანტების, პროექტების და სამეცნიერო-კვლევითი ხელშეკრულებებით გათვა­ლის­წი­ნებულ სამუშაოებში.
კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბებისთვის გეოლოგიური პროფილის სტუდენტებს, თეორიულ და ლაბორატორიულ სამუშაოებთან ერთად, აუცილებლად ესაჭიროებათ საველე-გეოლოგიური პრაქტიკა, რომლის ორგანიზება საკმარისი მოცულობით და ხანგრძლივობით,მიუხედავად ჩვენი დიდი მცდელობისა, კვლავ პრობლემას წარმოადგენს საკმარისიფინანსირების, ავტოტრანსპორტისა და საველე ბაზის უქონლობის გამო.
ამჟამად საველე-გეოლოგიური პრაქტიკა ტარდება ჩვენი ქვეყნის გეოლოგიურად საინტერესო რეგიონებში, რომლებიც დედაქალაქიდან ათეული და ზოგჯერ ასეული კილომეტრითაა დაშორებული. პირველი კურსის სტუდენტები გაგვყავს თბილისის მიდამოებში ზოგადი გეოლოგიის თეორიულ კურსში მიღებული ცოდნის განმტკიცების მიზნით.
ჩვენ მიერ ყოველწლიურად ორი მუდმივმოქმედი სტუდენტური პრაქტიკა ტარდება. მეორე კურსის სტუდენტები ზაფხულში ორი-სამი კვირითსაველე-გეოლოგიურ პრაქტიკაზე მიგვყავს დაბა კაზრეთში, თსუ-ს გეოლოგიური ინსტიტუტის ბაზაზე (მემორანდუმის თანახმად). პრაქტიკის განმავლობაში ისინი ეცნობიან ბოლნისის რაიონის გეოლოგიას და ეუფლებიან საველე გეოლოგიის საფუძვლებს, იღებენ ქვიურ მასალას, რასაც ამუშავებენ ლაბორატორიებში,კვლევის შედეგებს კი სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციებზე მოახსენებენ და ამგვარად იძენენ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის უნარ-ჩვევებს. პრაქტიკის დამთავრების შემდეგ ოთხ-ოთხი წარჩინებული სტუდენტი,შესაბამისად მემორანდუმისა, რჩება შპს ,,ღGM Gოლდ’’ და ს/ს ,,მადნეულში’’ სტაჟიორად გეოლოგიური, ეკოლოგიური და ტექნოლოგიური პროცესების ღრმად გაცნობიერების და ათვისების მიზნით.
მესამე კურსის სტუდენტები ზაფხულობით საველე-გეოლოგიურ პრაქტიკაზე მიგვყავს ყაზბეგის რაიონის გეოლოგიური თავისებურებების გასაცნობად, სადაც ისინი სწავლობენ იქ გავრცელებული ქანების ნივთიერ შედგენილობას და ითვისებენ საველე-გეოლოგიური კვლევის მეთოდებს.
გეგმიური პრაქტიკების გარდა,შეძლებისდაგვარად ტარდება ერთდღიანი ან ორდღიანი თემატური პრაქტიკები. ყოველი პრაქტიკის ანგარიში განთავსებულია დეპარტამენტის ვებგვერდზე.
მიმდინარეობს მზადება საერთაშორისო გეოლოგიური ბანაკის მოსაწყობად. უცხოეთის რამდენიმე უნივერსიტეტთან დაწყებულია მოლაპარაკება ერთობლივი საერთაშორისო საველე-გეოლოგიური ბანაკის ორგანიზებისთვის ბოლნისისა და ყაზბეგის რაიონებში, საველე-გეოლოგიური პრაქტიკების ერთად ჩატარების მიზნით. ასევე მზადდება წინაპირობები გოდერძის ნამარხი ტყის ტერიტორიაზე უცხოელი და ქართველი სტუდენტების ერთობლივი პრაქტიკის ჩასატარებლად.საერთაშორისო საველე - გეოლოგიური ბანაკის ორგანიზება და მისი სათანადო უზრუნველყოფა, (როგორც ეს გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო),დიდად შეუწყობს ხელს ჩვენი და უცხოელი სტუდენტების ურთიერთობას და, რაც მთავარია, პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიური ცოდნის ამაღლებას.
განვითარებული ქვეყნების უნივერსიტეტებთან გეოლოგიის პროფილით ჩვენი უნივერსიტეტის თანამშრომლობა, პროფესორ - მასწავლებლების სტაჟირება, სტუდენტთა ურთიერთგაცვლა და სასწავლო პროგრამების დაახლოება ხელს შეუწყობს ერთობლივი სასწავლო და სამეცნიერო პროექტების შესრულებას. ასეთი კოორდინირებული ფორმით შესაძლებელი იქნება ჩვენთანაც მომზადდნენ მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც შეიძლება დასაქმდნენ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვარგარეთაც.
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სამი სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმი: მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის და წიაღისეული საბადოების. გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმი ამ რამდენიმე წლის წინ, აწ გარდაცვლილი კათედრის გამგის, გიორგი ხარატიშვილის დაბადების 100 წლისთავთანდაკავშირებით, მისმა ოჯახმა კაპიტალურად შეაკეთა, ხოლო მინერალოგიისა და პეტროგრაფიის მუზეუმი უნივერსიტეტმა(ნაწილი სამუშაოებისა გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტმა თავისი შემოსავლებით) გაარემონტა. წიაღისეული საბადოების მუზეუმი საჭიროებს გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს.
მინერალოგიისა და პეტროგრაფიის, ასევე წიაღისეული საბადოების მუზეუმებში თავმოყრილია მინერალების, ქანების და მადნების სისტემატური კოლექციები მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი საბადოდან და რეგიონიდან. აქვეა მინერალთა გეოქიმიური, გენეტიკური და ზოგიერთი ქიმიური ელემენტის ძირითადი მინერალების კოლექციები. გამოფენილია საიუველირო, სანახელაო და მოსაპირკეთებელი ქვების ნიმუშები, აგრეთვე მინერალების კრისტალური მესრის მოდელები. ვიტრინებში გამოფენილ კოლექციებთან ერთად მრავლადაა სხვადასხვა სახის სასწავლო კოლექციებიც. მუზეუმის კოლექციები მუდმივადივსებათანამშრომელთა და სტუდენტთა მიერ საველე სამუშაოების დროს შეგროვილი ნიმუშებით.
გეოლოგიისა და პალეონტოლოგიისმუზეუმში გამოფენილია ძირითადი თემატური მასალა, რომელიც ეხება დედამიწის აგებულებისა და განვითარების ისტორიას. აქვე თავმოყრილია სისტემატიზებული პალეონტოლოგიური მასალა, თანამედროვე ზღვიურ ორგანიზმთა კოლექცია, შთამბეჭდავია ხერხემლიანთა განყოფილება, სადაც წარმოდგენილია დინოზავრების, ამფიბიების და სხვა ხერხემლიანთა უზადოდ შესრულებული მულიაჟები.
უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ შიდა გრანტების კონკურსში წარმოდგენილმა პროექტმა,,საქართველოს სამშენებლო და მოსაპირკეთებელი ქვების (50 საბადო) კოლექციების შედგენა’’დაფინანსება ვერ მიიღო. შემდგომში პროექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფინანსა.საკუთარი ძალებით დაწყებულია მუზეუმში არსებული მინერალებისა და ქანების ნიმუშების ციფრული კატალოგის შედგენა.
მუზეუმები,გარდა სასწავლო პროცესისა,ინტენსიურად არიან ჩართული ,,შაბათის სკოლის’’ ფუნქციონირებაში, რაც სკოლის მოსწავლეებს ცოდნის გაფართოებასა და პროფესიული ორიენტაციის შერჩევაში ეხმარება.
“შაბათის სკოლის” პროგრამაში შედის ლექციების, ექსკურსიების და საუბრების ციკლი დედამიწის წარმოშობის, აგებულების და განვითარების ისტორიის, მასში მიმდინარე სხვადასხვა პროცესების, მათ შორის, მიწისძვრების და ვულკანიზმის, მიწის ქერქის ნივთიერი შედგენილობის, ქანების და მინერალების, როგორც სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალის, თავისებურებების და მათი გამოყენების სფეროების, საიუველირო და სანახელაო ქვების, მინერალური, სამკურნალო და სასმელი წყლების, მინერალების, როგორც ბუნების საოცრების, ასევე ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს განვითარების ისტორიის შესახებ.
1996 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა რამდენიმე სამე­წარ­მ­ეო საქმიანობის ცენტრი, მათ შორის, ჩვენ მიერ დაფუძნებული “კორუნდი”, რომელიც აწარმოებდა საექსპერტო სამუშაოებს, საიუველირო და სანახელავო ქვების დამუშავებას,ჩვენივეხელითვქმნიდით და ვაკეთებდით ყველაფერს.იმდროინდელი კანონმდებლობიდან გამომდინარე, ანგარიშსწორების პრობლემების შექმნის გამო, ცენტრმა სტუ-ს ფარგლებში ვერ იმუშავა, რადგანაც საბიუჯეტო ორგანიზაციამ სამეწარმეო საქმიანობით მიღებული თანხები ვერ გამოიყენა. ამის გამო მის ბაზაზე შესაბამისი საქმიანობით დავაფუძნეთ შპს “ორბი”, რომელიც იჯ­ა­რის ფორმით განთავსდა კოსტავას ქ. #75-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სარ­თ­უ­ლ­ზე არსებულ სტუ-ს კუთვნილი ფართობის ერთ ნაწილში, ხოლო მეორე ნახევარი, რექტორის ბრძანებით,გადაეცა “მინერალურ ნივთიერებათა კვლევისა და დამუშავების სასწავლო-საწარმოო ცენტრს”.ეს უკანასკნელი,ჩვენი თანხებით და შპს ,,ორბის’’ დახმარებით, აღიჭურვა სპეციალური ხელსაწყო-მოწყობილობებითა და ინვენტარით, სადაც, ფართობის გაყიდვამდე,  სტუდენტები წარმატებით ატარებდნენ ლაბორატორიულ სამუშაოებს და იყენებდნენ მას პრაქტიკის ბაზად.ამან გამოიწვია ორი ლაბორატორიის და იქვე განთავსებული სტუ-ს უნიკალური სპეციალური საცავის დემონტაჟი. ხელსაწყო-მოწყობილობები ამჟამად, ფართობის უქონლობის გამო, სარდაფშია განთავსებული. 
გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისათვის, სასწავლო და სამეცნიერო ლაბორატორიების თანამედროვე აპარატებით აღჭურვისათვის, საველე-გეოლოგიური პრაქტიკის ბაზის და სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის საწიროა დაახლოებით 800 ათასი ლარი, მაგრამ პირველ ეტაპზე ცენტრის ტესტირების ლაბორატორიის აკრედიტაციისათვის საჭირო რენტგენოფლუოესცენტული ხელსაწყოს შეძენისათვის საკმარისია 100 ათასი ლარი.
აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა გეოლოგიური და სხვა პროფილის სამუშაოების მოზიდვის საწინდარი იქნება.ვვარაუდობთ, რომ ხელსაწყოების ამუშავებიდან ერთი წლის შემდეგ ყოველწლიურად მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოს შევასრულებთ.
 
 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11