მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

აუქციონი

08-12-2012

აუქციონი

ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს აუქციონს ქვემოთ ჩამოთვლილი ქონების იჯარით გაცემის შესახებ:

I ლოტი:
- გამოცხადდეს აუქციონი ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული  და ჩამოწერის შედეგად გამონთავისუფლებული შავი ლითონის ჯართის (სავარაუდო წონით 82.2 ტონა) პრივატიზების მიზნით;
- საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 25482 ლარით.
- უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო თანხის 25%-ით 6370.5 ლარით.
- ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 1 ტონა ჯართის ღირებულების 10%-ით 31 ლარით, საერთო თანხაზე 2548.2 ლარით.
- ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.


II ლოტი
- - გამოცხადდეს აუქციონი ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული  და ჩამოწერის შედეგად გამონთავისუფლებული ფერადი ლითონის 100 კგ ალუმინის ჯართის პრივატიზების მიზნით;
- საწყისი საპრივატიზებო თანხა განისაზღვროს 200 ლარით.
- უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს საწყისი საპრივატიზებო თანხის 25%-ით 50 ლარით.
- ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 1 კილოგრამი ჯართის ღირებულების 10%-ით 0.20 ლარით, საერთო თანხაზე 20 ლარით.
- ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.

საერთო პირობები:
- აუქციონითი გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს აუქციონში მონაწილის მიერ შემოთავაზებული საპრივატიზებო ქონების მაქსიმალური საფასური.
- აუქციონითი გამარჯვებული ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს აუქციონით დადგენილი ქონების საპრივატიზებო თანხა სრულად, წინააღმდეგ შემთხვევაში გაუქმდება აუქციონის შედეგები და გამარჯვებულს არ დაუბრუნდება უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა.
- აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ ნებისმიერ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 თებერვლის #85 ბრძანებულებით დამტკიცებული "შავი და ფერადი ლითონების ჯართის, შავი და ფერადი ლითონების ნარჩენების შესყიდვის წესით" განსაზღვრული პირობების შესაბამისად.


აუქციონში მონაწილეობის პირობები:    
1.  აუქციონში მონაწილეობისათვის სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თუ აუქციონში მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. აუქციონითი გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს აუქციონში მონაწილის მიერ შემოთავაზებული იჯარის ქირის მაქსიმალური საფასური.
3. აუქციონიში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად, თანაბარწილად გადაიხადოს აუქციონით დადგენილი იჯარის ქირა.
4. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის რეგისტრირებული მონაწილეები, რომლებიც არ გამოცხადდებიან ან რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მონაწილეებს არ დაუბრუნდებათ.
5. იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის მიზეზით გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გაუქმდა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
6. აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.

 აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 14 დეკემბერს, 15 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული.

უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა და მონაწილის ბილეთის საფასური შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე:
      სს "თიბისი ბანკი", სკ 211349192, ა/ანგარიში #GE47TB0600000003408001/GEL, ბანკის კოდი TBCBGE22 

აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2012 წლის 10 დეკემბრიდან  2012 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მ.კოსტავას ქ.#77, ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #218, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ნინო ხოლუაშვილი (ტელ: 2 36 52 03).
იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
 

 
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11