ოლიმპიის საზაფხულო აკადემია 2014 პოლიტიკასა და საერთაშორისო სწავლებაში
2014 წლის 12 – 23 ივლისს, ძველ ოლიმპიაში (საბერძნეთი), ოლიმპიის საზაფხულო აკადემია ორგანიზებას უკეთებს საგანმანათლებლო სემინარებს კურსდამთავრებული სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა მკვლევრებისა და პრაქტიკანტებისთვის.
„ოლიმპიის საზაფხულო აკადემია 2014 პოლიტიკასა და საერთაშორისო სწავლებაში“ ითვალისწინებს შემდეგ მიმართულებებს:
· კონფლიქტი და პოლიტიკური ძალადობა
· ტერორიზმი და კონტრტერორიზმი
· რელიგია და საერთაშორისო პოლიტიკა
· ეკონომიკის განვითარება და ინკლუზიური ბიზნესი
· საზღვაო უსაფრთხოება
· ისტორია და ფილოსოფია საერთაშორისო ურთიერთობებში
· პოლიტიკური რისკის ანალიზი.
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია მონაწილეთა საგრანტო დაფინანსება 500 ევროს ოდენობით.
სააპლიკაციო ფორმების წარდგენის ბოლო ვადაა: 31.03.2014.