მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მინისტრი სტუ-ში

მინისტრი სტუ-ში

03-12-2012

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუ-ში

2 დეკემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატი. ამასთან დაკავშირებით, სტუ-ს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ეწვია. მინისტრი უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ასევე, სტუდენტებთან, კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა და აღნიშნული პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მეექვსედ მასპინძლობს პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალსა და სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატს. 2 დეკემბერს თბილისში, ტაშკენტში, ბარნაულსა და სანკტ-პეტერბურგში - პარალელურად - ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალი ე.წ. ჩრდილო-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისთვის, რომელიც მოიცავს მთელ პოსტსაბჭოთა საივრცეს უკრაინისა და მოლდავეთის გამოკლებით. ტრადიციულად, ამავე დღეს ჩატარდა სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური პირველობა. 

4 დეკემბერს ჩატარდება პროგრამირებაში სამხრეთ კავკასიის ღია პირადი პირველობა. ღონისძიების დახურვა ჩატარდება ოთხშაბათს, 5 დეკემბერს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11