მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

იუბილე

29-11-2012

იუბილე

27 ნოემბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აღინიშნა საინჟინრო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლის, სამშენებლო კონსტრუქციებისა და სამშენებლო მექანიკის ღვაწლმოსილი მკვლევრის, ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ტექნიკური უნივერსიტეტის სენატის წევრის, სრული პროფესორის, აგული სოხაძეს დაბადებიდან 80 და პედაგოგიური, სამეცნიერო და საინჟინრო მოღვაწეობის 58 წლისთავი.

მაღალი პროფესიონალიზმისთვის აგული სოხაძეს მიენიჭა “საქართველოს დამსახურებული ინჟინრის” საპატიო წოდება, იგი დაჯილდოებულია “ღირსების ორდენით” და უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - “გიორგი ნიკოლაძის” მედლით. 2001 წელს მიენიჭა სახელმწიფო პრემია. იგი არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და მშენებლობის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
სტუ-ში აგული სოხაძის იუბილე აღინიშნა


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11