26 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის დიდ დარბაზში სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით და ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა კონცერტი სტუ-ს ანსამბლების მონაწილეობით.
კონცერტში მონაწილეობდენ:
· ჯგუფი “ურსა”,
· ანსამბლი “ქართველო”,
· ანსამბლი “ქალდეა”,
· ფანდურა
· ანსამბლი “მთიელი”
· ქორეოგრაფიული ანსამბლი “მერანი”
სპეციალური სტუმრები:
დათო კენჭიაშვილი
დათო არჩვაძე.
ღონისძიებას სტუ-ს სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ სტუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები.