მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საინფორმაციო შეხვედრა

საინფორმაციო შეხვედრა

22-11-2012
საინფორმაციო შეხვედრა
5 დეკემბერს, 15:00 სთ, ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ყველა საფეხურის სტუდენტების, ახალგაზრდა მკვლევრებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus Mundus-ის ორი პროექტის კოორდინატორებთან. ესენია პროექტი WEBB - მთელი ევროპა საზღვრებს მიღმა, რომლის კოორდინატორია ბოლონიის უნივერსიტეტის (იტალია) წარმომადგენელი, ქალბატონი ფრანჩესკა მალტაური და პროექტი BACKIS - შავ და კასპიის ზღვებს შორის, კოორდინატორი - მონპელიეს უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენელი, ბატონი კოლინ ვოლე.
აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროექტების ფარგლებში 2013 წლიდან ევროპის 20 უნივერსიტეტში განხორციელდება გაცვლითი პროგრამები.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11