20-11-2012
აუქციონი
ა(ა)იპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს აუქციონს ქვემოთ ჩამოთვლილი ქონების იჯარით გაცემის შესახებ:
I. - გამოცხადდეს აუქციონი ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საკუთრებაში არსებული ვაკე-საბურთალოს რაიონში, კოსტავას ქ. #77-ში მდებარე მე-6 სასწავლო კორპუსის კედელზე არსებული 141 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის იჯარის ფორმით გაცემის მიზნით.
- ფართი გაიცემა სარეკლამო საქმიანობის მიზნით, 5 წლის ვადით.
- საწყისი წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 12000 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში.
- უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა შეადგენს 1000 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში.
- ბიჯის სიდიდე შეადგენს 100 აშშ დოლარის ექვივალენტურ თანხას ეროვნულ ვალუტაში.
- ბილეთის ფასი შეადგენს 50 ლარს .
II. - კოსტავას ქ. #68-ში მდებარე პირველი სასწავლო კორპუსის მე-4 და მე-5 სართულის ფოიეში არსებული 4 კვ.მ;
- კოსტავას ქ. #67-ში მდებარე მე-2 სასწავლო კორპუსის ფოიეში არსებული 1 კვ.მ;
- კოსტავას ქ. #77-ში მდებარე მე-3 სასწავლო კორპუსის ფოიეში არსებული 1 კვ.მ;
- კოსტავას ქ. #77-ში მდებარე მე-4 სასწავლო კორპუსის ფოიეში არსებული 1 კვ.მ;
- კოსტავას ქ. #77-ში მდებარე მე-6 სასწავლო კორპუსის პირველ, მე-3, მე-5, მე-7 და მე-9 სართულის ფოიეში არსებული სულ 5 კვ.მ;
- კოსტავას ქ. #77-ში მდებარე მე-8 სასწავლო კორპუსის პირველ, მე-4 და მე-7 სართულის ფოიეში არსებული სულ 3 კვ.მ;
· ფართი გაიცეს გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის აპარატების განთავსების მიზნით, 11 თვის ვადით.
· საწყისი საიჯარო ქირა განისაზღვროს 750 ლარით თვეში, ელ.ენერგიის გადასახადის ჩათვლით.
· უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს ოდენობა განისაზღვროს 750 ლარით.
· ბიჯის სიდიდე განისაზღვროს 75 ლარით.
· ბილეთის ფასი განისაზღვროს 50 ლარის ოდენობით.
აუქციონში მონაწილეობის პირობები:
1. აუქციონში მონაწილეობისათვის სააუქციონო კომისიას უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ფიზიკური პირის შემთხვევაში);
გ) სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა თუ აუქციონში მონაწილე მოქმედებს სხვა პირის სახელით;
დ) სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლები და განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იურიდიული პირის შემთხვევაში);
ე) უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის ან ბეს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) მონაწილის ბილეთის ფასის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2. აუქციონითი გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმად განისაზღვროს აუქციონში მონაწილის მიერ შემოთავაზებული იჯარის ქირის მაქსიმალური საფასური.
3. აუქციონიში გამარჯვებული ვალდებულია შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველთვიურად, თანაბარწილად გადაიხადოს აუქციონით დადგენილი იჯარის ქირა.
4. თუ აუქციონი არ შედგება იმ მიზეზით, რომ აუქციონის რეგისტრირებული მონაწილეები, რომლებიც არ გამოცხადდებიან ან რომლებიც ესწრებიან საჯარო აუქციონს, არ მიიღებენ მონაწილეობას სააუქციონო ვაჭრობაში, შედგება ოქმი არშემდგარი აუქციონის შესახებ და აუქციონის მონაწილეების მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა მონაწილეებს არ დაუბრუნდებათ.
5. იმ შემთხვევაში თუ უნივერსიტეტის მიზეზით გადაავადა აუქციონის ჩატარება ან მის ჩატარებამდე გაუქმდა აუქციონის ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, აუქციონში მონაწილეს გადახდილი ბე უკან უბრუნდება.
6. აუქციონში მონაწილე პირებს, რომლებმაც ვერ გაიმარჯვეს, უბრუნდებათ მათ მიერ გადახდილი ბე.
აუქციონი ჩატარდება 2012 წლის 30 ნოემბერს, 15 საათზე შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მ.კოსტავას ქ. #77, ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული.
უპირობო და გამოუხმობადი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა და მონაწილის ბილეთის საფასური შეტანილი უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშზე:
სს “თიბისი ბანკი”, სკ 211349192, ა/ანგარიში #GE47TB0600000003408001/GEL, ბანკის კოდი TBCBGE22
აუქციონში მონაწილეობაზე განაცხადები მიიღება 2012 წლის 21 ნოემბრიდან 2012 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, 10 საათიდან 15 საათამდე, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, მ. კოსტავას ქ. #77, ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, მე-2 სართული, ოთახი #218, სააუქციონო კომისიის რეგისტრატორი ნინო ხოლუაშვილი (ტელ: 2 36 52 03).
იმ შემთხვევაში, როდესაც აუქციონის დღე ემთხვევა დასვენების დღეს, მაშინ განაცხადების მიღება გრძელდება და შეწყდება მომდევნო სამუშაო დღეს, იმავე საათზე.
ა(ა)იპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
სიახლეებში დაბრუნება