05-10-2018
შპს „ვოტუმი და მეცნიერება“, “ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრთან” და “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის” აცხადებს ტრეინინგ-კურსს „საჯარო გამოსვლის (მოხსენების) ხელოვნება და უსაფრთხოება“.
ტრეინინგ-კურსი განკუთვნილია:
- სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორში დასაქმებული პირთათვის;
- სტუდენტებისათვის;
- მასმედიის წარმომადგენლებისთვის;
- საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეებისთვის.
პროგრამის გავლა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს:
- განახორციელონ მაქსიმალურად პოზიტიური კომუნიკაცია;
- სწორად განსაზღვრონ საჯარო გამოსვლის მიზნები და ამოცანები;
- სწორად შეიმუშაონ პრეზენტაციის (წერილობითი და power point) სტრუქტურა და მოახდინონ მისი ეფექტური წარდგენა ნებისმიერი აუდიტორიისათვის;
- იმიჯის ასამაღლებლად შეისწავლონ აუდიტორიის შემადგენლობა;
- მართონ საკუთარი ფსიქოლოგია საჯარო გამოსვლების წინ და მისი მიმდინარეობისას არსებული ღელვისა და შფოთვის დასაძლევად;
- გამოსვლა იყოს მაღალი ზეგავლენის მქონე აუდიტორიაზე;
- შეიძინონ მომხსენებელისათვის (სპიკერისათვის) აუცილებელი უნარ-ჩვევები;
- შეიძინონ საკუთარი შესაძლებლობისა და გამოსვლების გადაფასების უნარ-ჩვევები;
- სამსახურებრივი ან მოღვაწეობის ადგილის მიხედვით უსაფრთხო, წარმატების
-
განმაპირობებელი კომუნიკაციის შესაძლებლობა აუდიტორიასთან.
მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
- საჯარო გამოსვლის ძირითადი ობიექტები;
-
მომხსენებლის ეთიკური და არაეთიკური ქცევის მნიშვნელობა აუდიტორიაზე ზეგავლენისათვის;
-
აუდიტორიის დემოგრაფიულ-კულტურულ-ინდივიდუალური მახასიათებლების მაკავშირებლები მომხსენებლის იმიჯთან;
-
მომხსენებლის პრეზენტაციის სტრუქტურა და მისი დაგეგმვის ხელოვნება;
-
მასობრივ აუდიტორიაზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მეთოდოლოგია;
-
მომხსენებლის უსაფრთხოება (მომხსენებლის კომპრომეტაციისა და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების საშუალებები);
-
განვლილ სალექციო კურსზე დაყრდნობით მონაწილის მიერ პრეზენტაციის წარდგენა.
გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, განვლილი საკითხების ნუსხა საათობრივი დატვირთვით და სარეკომენდაციო წერილი.
მეცადინეობა ჩატარდება 1 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.
ტრეინინგ-კურსის ღირებულება 220 ლარია (სტუდენტებისათვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება).
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2018 წელი.
კურსს გაუძღვებიან შესაბამისის პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე
ანალიტიკოსები და მეცნიერები.
დაინტერესების შემთხვევაში CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაიგზავნოს ელ. ფოსტაზე:
voting.science@gmail.com (დასახელებაში მიეთიეთება: „საჯარო გამოსვლის ხელოვნება და უსაფრთხოება“).
საკონტაქტო პირი:
თამარ ტარტარაშვილი
ტელ.: +995 555 667 664
სიახლეებში დაბრუნება