05-10-2018
შპს „ვოტუმი და მეცნიერება“, “ეროვნული და კორპორაციული უსაფრთხოების სასწავლო-კვლევითი ცენტრთან” და “ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისთვის” ერთად აცხადებს მიღებას საშემოდგომო სკოლაში „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“.
საშემოდგომო სკოლის მიზანია შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით უზრუნველყონ პირები, რომლებსაც აინტერესებთ საერთაშორისო ურთიერთობები, სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო საქმიანობა, ეროვნული უსაფრთხოების დარგების ანალიტიკური შესწავლის საკითხები, პირადი და სახელმწიფო უშიშროება.
საშემოდგომო სკოლაში განხილული იქნება:
- სადაზვერვო საქმიანობის არსი, მისი როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
-
კონტრსადაზვერვო საქმიანობის არსი, მისი როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
-
ანალიტიკური უნარ-ჩვევები სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო მიმართულებით;
-
სახელმწიფო და პირადი უსაფრთხოების დაცვის პირობები.
მსმენელები გაივლიან ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებს:
- სადაზვერვო საქმიანობა;
-
პოლიტიკური დაზვერვა, პოლიტიკური საფრთხეები;
-
პოლიტიკური კონტრდაზვერვა, პოლიტიკური დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
-
ეკონომიკური დაზვერვა, ეკონომიკური საფრთხეები;
-
ეკონომიკური კონტრდაზვერვა, ეკონომიკური დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
-
სამხედრო დაზვერვა, სამხედრო საფრთხეები;
-
სამხედრო კონტრდაზვერვა, სამხედრო დაზვერვის ნეიტრალიზების საშუალებები;
-
სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვა, სამეცნიერო ტექნიკური სექტორში არსებული საფრთხეები;
-
სამეცნიერო-ტექნიკური კონტრდაზვერვა, სამეცნიერო-ტექნიკური დაზვერვის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები;
-
სადაზვერვო გადაბირება;
-
კონტრსადაზვერვო გადაბირება;
-
საქართველოს დაზვერვის სამსახური და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი ასპექტები;
-
სახელმწიფო საიდუმლოების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
-
ეთნიკური უსაფრთხოების როლი ეროვნულ უსაფრთხოებაში;
-
საზოგადოების ღირებულებათა სისტემის უსაფრთხოება;
-
ბრძოლის სტრესი და საბრძოლო ფსიქოლოგია.
საშემოდგომო სკოლის გავლის შემდგომ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი, განვლილი საკითხების ნუსხა საათობრივი დატვირთვით და სარეკომენდაციო წერილი.
მეცადინეობა ჩატარდება 2 თვის განმავლობაში, კვირაში 2-ჯერ.
საშემოდგომო სკოლის ღირებულება თვეში 110 ლარია.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 15 ოქტომბერი, 2018 წელი.
კურს გაუძღვებიან პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მქონე ექსპერტ-მეცნიერები.
დაინტერესების შემთხვევაში CV და სამოტივაციო წერილი უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტაზე:
voting.science@gmail.com (დასახელებაში მიეთიეთება: „დაზვერვისა და კონტრდაზვერვის როლი სახელმწიფო უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ურთიერთობებში“).
საკონტაქტო პირი:
თამარ ტარტარაშვილი (საორგანიზაციო საკითხები)
ტელ.: +995 555 667 664
დავით კუხალაშვილი (თემატური საკითხები)
ტელ.: +995 577 77 10 55
სიახლეებში დაბრუნება