მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტრენინგი

05-11-2012

"ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადება"

5 ნოემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ტრენინგი “ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების“ შესახებ, რომელიც ტემპუსის ეროვნულმა ოფისმა გამართა. 
ტრენინგს უძღვებოდა ტემპუსის (ევროკავშირისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის პროგრამა) პროგრამის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი. შეხვედრა მიეძღვნა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საგრანტო კონკურსის პირობები, საქართველოს ეროვნული და რეგიონული პრიორიტეტები, როგორ მოვიძიოთ პარტნიორები, როგორ შევქმნათ კონსორციუმი, როგორ შევავსოთ აპლიკაცია, როგორ გავწეროთ ბიუჯეტი, რა საბუთებია საჭირო.
ტრენინგზე აღინიშნა, რომ არსებული ფორმით ტემპუსის საგრანტო კონკურსი წელს ბოლოჯერ ცხადდება. მომავალი წლიდან სხვადასხვა პროექტი გაერთიანდება საერთო ქოლგის ქვეშ, რომლის სახელწოდებაც იქნება "ერაზმუს ფორ ოლ" და ძირითადად ორიენტირებული იქნება გაცვლით პროგრამებზე. კონკურსი ცხადდება ნოემბრის პირველივე კვირაში, დედლაინი კი 2013 წლის მარტამდეა.

ტემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების შესახებ ტრენინგი	 ჩატარდატემპუსის საგრანტო განაცხადის მომზადების შესახებ ტრენინგი	 ჩატარდა


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11