02-10-2018
Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი, Erasmus+ ახალი საგრანტო კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით ორგანიზებას უკეთებს შესაბამის საინფორმაციო კამპანიას და სხვადასხვა ქვეპროგრამების მიხედვით ჩაატარებს სამ ტრეინინგს:
•
CBHE - ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტები (ყოფილი Tempus) -
19 ოქტომბერი, 16:00 საათი - ილიაუნი, E კორპუსი (ვაკის პარკის პირდაპირ), აუდიტორია E207
•
Jean Monnet - საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტები ევროკავშირის შესახებ -
22 ოქტომბერი, 16:00 საათი - Erasmus+ ოფისი, მიცკევიჩის ქ.27ბ, მე-4 სართული
•
ICM/JMD - გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამები / სამაგისტრო პროგრამები -
1 ნოემბერი, 16:00 საათი - Erasmus+ ოფისი, მიცკევიჩის ქ.27ბ, მე-4 სართული
ტრეინინგების პარალელურად Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისი დაინტერესებულ პირებს კონკრეტულ საპროექტო იდეებთან დაკავშირებით ცალკე კონსულტაციებსაც სთავაზობს.
სიახლეებში დაბრუნება