III საერთაშორისო კონფერენცია
“ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”
8 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გაიხსნა III საერთაშორისო კონფერენცია “ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები-2012”. კონფერენცია 10 ნოემბერს დასრულდება.
კონფერენციის მუშაობა წარიმართება შემდეგი მიმართულებებით: ვერბალური კომუნიკაციების თეორია და პრაქტიკა; კომუნიკაციური ლინგვისტიკა; ჰუმანიტარული მეცნიერებანი და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები;
ლიტერატურათმცოდნეობა: კომუნიკაციური მოდელები მხატვრული ტექსტის სივრცეში; ვერბალური კომუნიკაცია და საინფორმაციო სისტემები; კომუნიკაციური ტექნოლოგიები საინჟინრო და ტექნიკურ სფეროებში;
უცხო ენები XXI საუკუნის დასაწყისის კულტურათშორის კომუნიკაციებში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები სამართალმცოდნეობასა და სოცი-ალურ დისციპლინებში; უცხო ენები და ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები: სიახლე სწავლების მეთოდიკაში; თარგმანი, როგორც კულტურათაშორისი კომუნიკაციის საშუალება; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ჟურნალისტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები იურისტპრუდენციაში;
კომუნიკაციური ტექნოლოგიები პოლიტიკაში; კომუნიკაციური ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული