27-09-2018
28 სექტემბერს, 10:00 სთ., საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გ. ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (სტუ-სადმინისტრაციული კორპუსი, III სართული) გაიხსნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „საინფორმაციო საზოგადოება და განათლების ინტენსიფიკაციის ტექნოლოგიები".
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუნესკოს კათედრის „ინფორმაციული საზოგადოების“ დაარსების მე-15 წლისთავს.
კონფერენციას გახსნიან და მონაწილეებს მიესალმებიან სტუ-ს რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი; იუნესკოს მრჩეველი, აკადემიკოსი გოჩა ჩოგოვაძე; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობენ 20-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მსოფლიოს ქვეყნებიდან: აშშ, გერმანია, საფრანგეთი, საქართველო, ესპანეთი, უნგრეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი.
კონფერენციის თემები სექციების მიხედვით:
სექცია 1 - ინფორმაციული საზოგადოება; ცივილიზაციის განვითარების ახალი ისტორიული ეტაპი; მედიატექნოლოგიები და მედიაინფორმატიკა; ადამიან-მანქანური ინტერაქციები; სისტემების უსაფრთხოება.
სექცია 2 - თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები; სოცპროცესების მოდელირების ტექნოლოგიები; ინოვაციური ლოგისტიკის მენეჯმენტი, ქსელები და კვანძები; ეკოსისტემები, Big Data, Web ტექნოლოგიები, Learning, Data Mining სისტემები, ნანოტექნოლოგიები ინფორმაციულ საზოგადოებაში და სხვ.
ღონისძიება 29 სექტემბერს დასრულდება.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კონფერენციის
ვებგვერდი.
სიახლეებში დაბრუნება