26 ოქტომბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გალერეა „უნივერსის“ საგამოფენო დარბაზში გაიმართება სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკასა და დიზაინის ფაკულტეტის თანამშრომლის, მხატვარ ნინო ახობაძის პერსონალური ფოტოგამოფენა - „აბსტრაქცია ურბანულ სივრცეში“, რომელიც 26, 29 და 30 ოქტომბერს იქნება წარმოდგენილი.