11-09-2018
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტი იწყებს საშემოდგომო გაწვევის I ეტაპს, რომელიც სწავლის პარალელურად, 18 დან 27 წლამდე ასაკის მქონე სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, სწავლასთან შეთავსებით გაიარონ სამხედრო სავალდებულო სამსახური, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.
სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა ითვალისწინებს 1-წლიან მსახურს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტში, 3 დღეში ერთხელ მორიგეობის გრაფიკით.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის კანცელარიას:
ტელ.: (+995 32) 2 41 88 09;
მობ: 577-39-00-04;
ელ.ფოსტა:
facs.prot.dept@mia.gov.ge
დეპარტამენტის
Facebook გვერდი.
სიახლეებში დაბრუნება