საერთაშორისო კონფერენცია
AICT2012
19 ოქტომბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა მეექვსე საერთაშორისო კონფერენციის "საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება - AICT2012" ("APPLICATION OF INFORMATION AND COMMUNICATION TECHNOLOGIES - AICT2012") - დასკვნითი ეტაპი. ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა.
აღნიშნული საერთაშორისო კონფერენცია 17 ოქტომბერს გაიხსნა. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
კონფერენციაზე მასალები წარმოდგენილი იყო ინგლისურ ენაზე. ღონისძიება ჩატარდა IEEE-ის ეგიდით და საქართველოს მოქალაქეებისთვის კონფერენციაში მონაწილეობა უფასო იყო.