25-07-2018
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის KA2 აქტივობის პროექტში “PRINTeL” – (Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries) „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ნოემბერ-დეკემბერში, გათვალისწინებულია 5-დღიანი ინტენსიური (დაჩქარებული) ტრენინგ-კურსები სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჩატარდება პროექტის პარტნიორ ევროპულ უნივერსიტეტებში, კერძოდ: ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი (ბელგია), ბარსელონის უნივერსიტეტი (ესპანეთი), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია), ლინკოპინგის უნივერსიტეტი (შვედეთი) და გრაცის უნივერსიტეტი (ავსტრია).
ტრენინგ-კურსების მიზანია შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერებისა და ინსტრუქტორების მომზადება, სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების მიმართულებით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებსა და სტუდენტებს. აღნიშნულ ტრენინგ-კურსებზე დასასწრებად სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლებისათვის გათვალისწინებულია 11 ადგილი.
ტრენინგ-კურსებში მონაწილეობის ხარჯებს დაფინანსდება PRINTeL პროექტის ბიუჯეტიდან.
კანდიდატების შერჩევა ხორციელდება სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო მოთხოვნების საფუძველზე. საკონკურსო მოთხოვნები და შერჩევის კრიტერიუმები შემდეგია:
1. სტუ-ს აკადემიური პერსონალი;
2. ინგლისური ენის კარგი ცოდნა (კანდიდატებს მოეთხოვებათ ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონე);
3. ძირითადი საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნის უნარ-ჩვევები;
4. კანდიდატი რომელიც შეირჩევა კონკურსით, ვალდებულია ტრენინგიდან 3 თვის განმავლობაში სულ მცირე 10 კოლეგა-მასწავლებლი გადაამზადოს ტრენინგის თემატიკით. აღნიშნული ვალდებულების შეთანხმება გაფორმდება პასუხისმგებელ კანდიდატსა და პროექტის ინსტიტუციონალურ კოორდინატორს შორის შესაბამისი დოკუმენტით.
მოთხოვნილი საბუთები:
1. კანდიდატის პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
2. ცნობა უნივერსიტეტში დასაქმების შესახებ (ინგლისურ ენაზე);
3. ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა (თუ კანდიდატი ასწავლის ინგლისურენოვან პროგრამაზე, სერტიფიკატი/ცნობა აღარ მოითხოვება);
4. სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
5. EUROPASS CV;
6. სარეკომენდაციო წერილი.
კონკურსში შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ აპლიკანტებს:
1. რომლებსაც აქვთ პროფესიული განვითარების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების ტრენერობის გამოცდილება;
2. აპლიკანტებს რომლებიც მზად არიან 2 წლის განმავლობაში გააგრძელონ აღნიშნული პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა;
3. აპლიკანტებს რომლებიც არიან 50 წლამდე ასაკის.
საბუთების მიღების ბოლო ვადა - 2018 წლის 4 სექტემბერი.
მისამართი: საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური, სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას ქ. 77), II სართული, ოთახი N221; ოთახი N223; ოთახი N225 ან ელ: ფოსტა
erasmusplus@gtu.ge
კონკურსი ჩატარდება 2016 წლის 5-6 სექტემბერს და შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის 7 სექტემბრისა.
პროგრამებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურს.
სიახლეებში დაბრუნება