9 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე სტუ-ს ღვაწლმოსლი პროფესორები დააჯილდოვეს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, სტუდენტ-ახალგაზრდების აღზრდაში გაწეული დიდი წვლილისთვის, სტუ-ის პროფესორები - ანზორ ხაბეიშვილი (სამშენებლო ფაკულტეტი), ვასილ კოპალეიშვილი (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და ლამარა კერესელიძე (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ჯილდო პროფესორებს სტუ-ის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა გადასცა.